Blog Posts

Our latest posts form blog

×

გაფრთხილება

JUser: :_load: Unable to load user with ID: 461

შაბათი, 04 ივლისი 2015 00:00

ბათუმის კლასიკური მუსიკის ფესტივალი Featured

Written by 
Rate this item
(0 votes)

ბათუმის კლასიკური მუსიკის ფესტივალი
10 სექტემბერი 2015

10-15 სექტემბერს ბათუმში კლასიკური მუსიკის მესამე საერთაშორისო ფესტივალი "Batumi Music Fest" ჩატარდება. ფესტივალის ფარგლებში ბათუმი 4 დღის მანძილზე მსოფლიოს გამოჩენილ მუსიკოსებს უმასპინძლებს. კონცერტების გარდა დაგეგმილია მასტერკლასები საფორტეპიანო და სავიოლინო განხრით. 14 სექტემბერს ფესტივალი ბათუმის პიაცაზე გალა-კონცერტით დასრულდება.
ბათუმის კლასიკური მუსიკის ფესტივალი ევროპის ფესტივალების ასოციაციაშია (EFA) გაწევრიანებული. აღნიშნული ასოციაცია მსოფლიოს 40 ქვეყნიდან 100 ყველაზე მნიშვნელოვან და მასშტაბურ ფესტივალს აერთიანებს, როგორიცაა ედინბურგის ფესტივალი, BBC-ის ფესტივალი და სხვა. ფესტივალს უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება ტურიზმის მიმართულებით. იგი ხელს უწყობს საქართველოს დადებითი სახით წარმოჩენას საერთაშორისო არენაზე.
ბათუმის კლასიკური მუსიკის ფესტივალი ელისო ბოლქვაძემ 2013 წელს დააარსა. მარტის თვეში BBC-ის მუსიკალურ ჟურნალში „MUSIC” სპეციალური სტატია მიეძღვნა ბათუმის მუსიკალურ ფესტივალს.

Read 520923 times Last modified on შაბათი, 04 ივლისი 2015 18:00

Lorem ipsum dolor sit amet, consectetur adipisicing elit, sed do eiusmod tempor incididunt ut labore et dolore magna aliq Ut enim ad minim veniam, quis nostrud exercitation ullamco laboris nisi.

Related items

  • საავტორო ფილმების კინოფესტივალი - BIAFF
    in News
    By

    საავტორო ფილმების კინოფესტივალი - BIAFF
    13 სექტემბერი 2015

    ბათუმის საავტორო ფილმების მე-10 საერთაშორისო კინოფესტივალი 2015 წლის 13-20 სექტემბერს ჩატარდება. ბათუმის საერთაშორისო კინოფესტივალი 2006 წელს დაარსდა. კინოფესტივალის ორგანიზატორი - ბათუმის ხელოვანთა სახლი “არგანი”, ოფიციალური პარტნიორი - ქ. ბათუმის მერია.

    კინოფესტივალის ჩატარების ადგილი - კინოთეატრი „აპოლო”, კინოჩვენებები ასევე მოეწყობა ღია ცის ქვეშ ერას მოედანზე.

    კინოფესტივალის პროგრამა შედგება შემდეგი სექციებისგან:

    • საერთაშორისო კონკურსი - მხატვრული კინო, დოკუმენტური კინო და მოკლემეტრაჟიანი ფილმები
    • „აბრეშუმის გზის ქვეყნების კინო“ (SILK ROAD)
    • დიდოსტატთა (Master) კოლექცია
    • EFA SHORTS - ევროპის კინოაკადემიის მოკლემეტრაჟიანი ფილმების კოლექცია
    • მასტერკლასები და ვორქშოფები

    კინოფესტივალის ფარგლებში ასევე დაგეგმილია ბლოგერების კონკურსი (ფესტივალის საუკეთესო გაშუქებაზე), BIAFF ინდუსტრიული შეხვედრები და ა.შ.

    კინოფესტივალის შესახებ ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ჩვენი ვებ-გვერდის და სოც. მედიის საიტებიდან -http://www.biaff.org; www.facebook.com/biaffbatumi;

    დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით - info@biaff.org, პრეს-აკრედიტაციის მსურველებს შეუძლიათ მოგვმართონ - press@biaff.org; ტელ: 599 48 21 81, 597 99 82 72

  • შავი ზღვის IX ჯაზ-ფესტივალი
    in News

    შავი ზღვის IX ჯაზ-ფესტივალი

    23 ივლისი 2015

     

    23-26 ივლისს, ბათუმში, შავი ზღვის სანაპიროზე ყველაზე მასშტაბური, რიგით IX შავი ზღვის ჯაზ-ფესტივალი გაიმართება, რომელშიც ტრადიციულად მონაწილეობას მიიღებენ მსოფლიო ვარსკვლავები.

    ჯაზ-ფესტივალში მონაწილეობას მიიღებენ: George Clinton Parliament Funkadelic, Liv Warfield feauturing the NGP Hornz, Lisa Stansfield, Snoop Dogg.

    კონცერტები 4 დღის განმავლობაში ყოველ საღამოს, ბათუმის ჩოგბურთის კორტებზე ჩატარდება. ბათუმელებსა და ბათუმის სტუმრებს, ფასიანი კონცერტების გარდა, საშუალება ექნებათ უფასოდ დაესწრონ „NEW YORK BRASS BAND“ -ის კონცერტებს, რომელიც ბათუმის ბულვარში მთელი დღის განმავლობაში გაიმართება.

    ფესტივალის ფარგლებში ღამის კლუბში ბენდთან ერთად კონცერტებს გამართავს ნიუ-იორკში მოღვაწე წარმატებული ქართველი ჯაზ-პიანისტი გიორგი მიქაძე. ბენდის შემადგენლობაში შედის ამერიკის ერთ-ერთი ცნობილი და აღიარებული DJ, ჰიპ-ჰოპერი, Berklee College Of Music-ის პროფესორი და Okayplayer-ის არტისტი Brian "Raydar" Ellis-ი. გიორგი მიქაძე მსმენელს წარუდგენს სრულიად ახალ, მულტიჟანრულ პროექტს, სახელწოდებით „GIORGI MIKADZE & NYC GROOVE ALIENS Feat. DJ RAYDAR ELLIS“, რომელშიც გაერთიანებულია ჯაზის, ფანკის, სოულის, ფიუჟენისა და ჰიპ-ჰოპის ელემენტები.

    ფესტივალის პროგრამა და დეტალური ინფორმაცია იხილეთ შემდეგ ბმულზე: http://blackseajazz.ge ან დარეკეთ შემდეგ ნომერზე: 0 322 2 99 05 99

    ფესტივალის მხარდამჭერებია: საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, აჭარის კულტურის სამინისტრო, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, აჭარის ა/რ მთავრობა.

კონტაქტი

 მის: ქ,ბათუმი, ანგისის ქ, 36ა

ტელ: +995 557 43 30 30

ტელ: +995 597 80 60 70

ტელ:  0422 216 216

მაილ: This email address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it.